მამა გიორგი მამალაძის უფლებებს კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს
მამა გიორგი მამალაძის უფლებებს კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს. მალხაზ რამიშვილი საქმეში ოჯახის თხოვნით ერთვება. ის მასალებს დღეს გაეცნობა, მას შემდეგ რაც ჩაფიძის კლინიკაში მყოფ, მამა გიროგისა და თავის კოლეგებს შეხვდება.
დეკანოზი გიორგი მამალაძე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თბილისში ჩამოსვლას ელოდება. ის იმედოვნებს, რომ ილია მეორის ჩამოსვლის შემდეგ, ყველაფერი გაირკვევა. დაცვის მხარე კი საქმის დეტალებზე სასაუბროდ პროკურატურისგან გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნას ითხოვს.