როგორ ვაფასებთ საკუთარ თავს და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი
-ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს აფასებენ, არ ამბობენ თავიანთ აზრს, არამედ ისინი სხვისი თვალით დანახულ პიროვნებას ხედავენ. სამწუხაროდ ის ადამიანებიც ეძებენ საკუთარ თავს სხვის თვალში, ამიტომაც ეს შეფასების კრიტერიუმი არ გამოდგება.
-ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულები, ხშირად უჩნდებათ ილუზია, რომ ცხოვრება შეცვლის მათ. ქალები ცდილობენ ამ ცვლილებების განხორციელებას, იღებავენ თმას, იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს, მაგრამ ეს რეალურად არ იწვევს მათ შეცვლას.
-თვითშეფასება-ეს არის თქვენი პირადი შეხედულება საკუთარი თავის მიმართ. არ არსებობს რაიმე გარეგნული კრიტერიუმი და სილამაზის ეტალონი. როდესაც საკუთარ თავს სხვა ადამიანებს ადარებთ თქვენ ორიენტირებული ხდებით გარშემომყოფების აზრზე და კარგავთ საკუთარ თავს.
-განწყობის ცვლილება ასევე მოქმედებს საკუთარ თავთან დამოკიდებულებაზე. არ ღირს თავის შეფასება მაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ. თქვენ რისკავთ სამწუხარო შეცდომის დაშვებას, თუ თქვენ დაელოდებოდით ნეიტრალურ მდგომაეობას უკეთესი იქნებოდა.
-ხალხი ისე გაფასებთ, როგორც საკუთარ თავს აფასებთ. როგორც კი თქვენ შეწყვეტთ თქვენი უარყოფითი მხარეების ხაზგასმას, გარშემომყოფებიც ვეღარ შეამჩნევენ მათ.
-თუ თქვენ თვისებებს მიიღებთ, როგორც მოცემულობას, არა მხოლოდ ცხოვრებას შეძლებთ, არამედ მშვენივრად იცხოვრებთ. ეს ნამდვილად გეხმარებათ: თუ თქვენ კმაყოფილი იქნებით კომპლექსურად და არა როგორც თვისებების და გარეგნობის გარკვეული ნაწილით მოხიბლული მაშინ, თვითდაჯერებულობა და თვითშეფასება საკმაოდ გაიზრდება.
-ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ ხშირად დაკავშირებულია ბავშვობასთან, როდესაც ახლობლები გვაფასებდნენ. მაგრამ თქვენ გაქვთ უფლება არ იცხოვროთ წარსულით და შეაფასოთ თავი ახალი რეალობით საკუთარი თვალით-ობიექტურად და სიყვარულით.
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი