თეგებით ძიება
20. 02. 2017 News-ები

საკვები დანამატების გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელობისათვის!

ბინჰემტონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ საკვები დანამატების Е171 (ტიტანის დიოქსიდი) მოხმარება ინფექციური დაავადებების რისკს ზრდის და ასევე ხელს უშლის გარკვეული ნუტრიენტების შთანთქვას. კვლევებმა აჩვენა, რომ E171 ზიანს აყენებს ნაწლავის უჯრედების სტრუქტურას, წერს The Daily Mail.

ტიტანის დიოქსიდი გამოიყენება საღებავების, ქაღალდისა და პლასტმასის წარმოებაში. ექსპერტები გვირჩევენ, რომ თავიდან ავიცილოთ ხშირი გამოყენება პროდუქტების, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით E171.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა