კონტროლის ახალი სისტემა სასაზღვრო პუნქტზე
საოკუპაციო რეჟიმი საზღვრებს კეტავს - ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ზუგდიდთან დამაკავშირებელი პუნქტების გადმოკვეთას ვეღარ შეძლებს. აფხაზეთის დეფაქტო ხელისფულება 22 თებერვლიდან ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას აპირებს, 3 მარტიდან კი ყველა იმ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუქმებას, რომლითაც ადგილობრივები ყოველდღიურად სარგებლობენ. ამოქმედდება შესაბამისი სანქციებიც. იმ შემთხვევაში, თუ კი გამშვები პუნქტები დაიხურება, ზუგდიდში ჩასასვლელად გალის რაიონის სოფლების მოსახლეობას 25-დან 35 კილომეტრამდე მეტის გავლა მოუწევს.