თეგებით ძიება
20. 02. 2017 News-ები

ნოემბრის ტესტ-მატჩი: "ბორჯღალოსნები" უელსს ესტუმრებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ტესტ-მატჩს უელსის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უელსი ნოემბერში ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას და საქართველოს დაუპირისპირდება. უელსი საქართველოს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯრალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, უელსი კი - მეხუთეა. ჯერჯერობით, უცნობია "ბორჯღალოსნების" სხვა მეტოქეთა ვინაობა ნოემბრის ტესტ-მატჩებზე.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა