ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს - საქართველოს პატრიარქი
"ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, საჭიროა ერთობლივი გამოძიება", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სინოდის წევრები ესწრებოდნენ.
პატრიარქმა ისაუბრა ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რის გამოც მას გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა მოუხდა.