მამა გიორგი მამალაძე დუმილს დაარღვევს - ადვოკატი
ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე დუმილს დაარღვევს და გამოძიებას ჩვენებას მისცემს. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს მისმა ადვოკატებმა, რომლებიც დაკავებულს ჩაფიძის კლინიკაში შეხვდნენ.
„სრულყოფილ ჩვენებას იძლევა უახლოეს დღეებში ანუ დუმილის უფლებას დაარღვევს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.