დატყვევებულ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
კონგოში დატყვევებულ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში სოსო ოსურაულის ტყვეობის ფაქტს ადასტურებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საელჩოს კონგოს მხარემ ინფორმაცია 22 თებერვალს მიაწოდა. უწყების ცნობით, კონგოს მხარის ინფორმაციით, ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, მაგრამ იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობს.
„პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს ხელისუფლებასთან. კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ. 22 თებერვალს კი საქართველოს საელჩოს კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, მაგრამ იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობს.
"კონგოში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ყოფილი სამხედროები არიან და დამოუკიდებლად იმყოფებიან კონგოში. ვითარება რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია,”- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.