"თქვენ ვერ გექნებათ მოქმედი დემოკრატია მედიის თავისფლების გარეშე" - უილიამ ლაჰიუ
ნატო საქართველოში პოლიტიკურ ვითარებას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას დააკვირდება. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა, ის აქტიურად ადევნებს თვალყურს რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.