სოსო ოხანაშვილი პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საპატრიარქოში არ გამოჩენილა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქეილ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, უწმინდესის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.
მამა მიქაელ ბოტკოველმა ასევე დაადასტურა, რომ ახლა სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება.
მამა მიქაელმა შეკითხვაზე - "დატოვა თუ არა სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობა" პასუხის გაცემა არ ისურვა.