ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დასახსნელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს
კონგოში მეაბმოხეების მიერ დატყვევებული სოსო ოსურაულის გასათვისუფლებლად, როგორც საქართველოს დიპლომატიურ წარმომადნგელობაში აცხადებენ, მუდმივ კონტაქტზე არიან კონგოს ოფიციალურ წარმომადგნელებთან.
ელჩის განმარტებით, ქვეყნის მთავრობამ მხოლოდ ორი დღის წინ დაუდასტურა ქართველი სამხედრო მფრინავის ტყვეობაში ყოფნა.
სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, ამბოხებულთა ტყვეობიდან სოსო ოსურაულის დასახსნელად, ამ ეტაპზე კონგოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, მეორე ქართველი, რომელიც დაიჭრა, თავს კარგად გრძნობს.