ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების კანონზე საუბრობს
მოსმენების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფითად აფასებენ. გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი მოდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
ანა დოლიძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, უწყების დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.