თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოში მისვლას არ აპირებს
თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოში მისვლას არ აპირებს. ნარმანია ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ ეხმაურება თბილისის საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნას, გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახს მილიონი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა.
თბილისის მერი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ნარმანიას მტკიცებით, ქონება მოსამართლის ოჯახს კანონის სრული დაცვით გადაეცა.
დავით ნარმანია ოპონენტთა განცხადებებს, კვლავ პოლიტიკურ შოუს უწოდებს.