თეგებით ძიება
24. 02. 2017 News-ები

რატომ ჩნდება მარტოობის პრობლემა?

ადამიანმა შეიძლება რამდნიმე საათის განმავლობაში იაროს ქუჩაში, მაგრამ ვერ შეხვდეს ნაცნობ ადამიანს. დაბრუნდეს სახლში, სადაც მას არავინ ელოდება, მარტო გაატაროს საღამო, არავის არაფერი უთხრას. ასე ცხოვრობს დიდ ქალაქებში ადამიანთა უმეტესობა, ისინი იცვლიან სამუშაო, საცხოვრებელ ადგილს და ეს აძლიერებს იზოლაციის პრობლემას, რომელიც იწვევს მარტოობის განცდას.

თუმცა სიტყვა \'\'იზოლაცია\'\' და \'\'მარტოობა\'\' აუცილებელი არ არის ყოველთვის ერთად გამოვიყენოთ. თითოეულ ჩვენგანს ზოგჯერ გვაქვს ისეთი წუთები, როდესაც მარტო გვინდა ყოფნა. როდესაც ჩვენ სხვა ადამიანთა გარემოცვას მოვშორდებით ვართ ჰარმონიულად. მეორე მხრივ ადამიანი შეიძლება დაიტანჯოს მარტოობისგან, მაშინაც კი თუ მის გარშემო არიან ნათესავები, ახლობლები, კოლეგები სამუშაოზე.

საიდან ჩნდება მარტოობის გრძნობა, რომელიც იწვევს ჩვენს შფოთვასა და მწუხარებას. თუ თქვენ გამოტყდებით, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იტანჯება მარტოობისგან, პირველი რაც უნდა გააკეთოთ ის არის, რომ საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ. ვერავინ შეძლებს შეწყვიტოს ეს ყველაფერი სხვა ადამიანისთვის. თუმცა ძალიან რთულია იმის გარკვევა თუ ვინ იტანჯება მარტოობისგან.

-იღებთ სხვადასხვა სამუშაოს და გრძნობთ თავს არაფრად, რომელიც ბრუნდება ცარიელ ბინაში?
-ყველას ეუბნებით, რომ მარტო გიყვართ დარჩენა, და რომ თქვენ არავინ გჭირდებათ, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ?
-ელოდებით, რომ ვიღაც მოვა და დაგპატიჟებთ, და განიცდით იმედგაცრუებას, როდესაც მოლოდინი გიცრუვდებათ?
-მიდიხართ წვეულებაზე, ეკითხებით საკუთარ თავს იქ რას აკეთებთ და ცდილობთ შესაძლებლობისთანავე წამოხვიდეთ?
ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც მარტოობისგან იტანჯებიან.

ხალხს, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს, არ ურთიერთობს თავის ოჯახთან. ისინი ეძებენ სხვადასხვა საბაბს, რომ ისინი არ ნახონ. და აი ერთი საშუალება, რითაც შეძლებთ მარტოობის დამარცხებას ისაა, რომ ეწვიოთ თქვენს ახლობლებს.


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა