ბოთლის სროლა და დაპირისპირება საკრებულოში
მოსამართლე ნაზღაიძისთვის გადაცემული მილიონიანი ქონების დედაქალაქისთვის დაბრუნების შესახებ ინიციატივა თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ჩააგდო, რასაც კამათი მოჰყვა. ბოლო დაპირისპირება საკრებულოში სხდომის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყო. საკრებულოს უმრავლესობამ მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხის პოლიტიზირებაში ოპოზიციასთან ერთად რუსთავი 2-ც დაადანაშაულა.