თეგებით ძიება
02. 03. 2017 News-ები

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ 10 თვიანი რომანის შემდეგ

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ 10 თვიანი ურთიერთობის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც შეძლეს შესანიშნავი დღეების გატარება ერთად. მომღერლის წარმომადგენელმა გააკეთა ოფიციალური განცხადება:

\'\'სანამ გაჩნდება ჭორები, ჩვენ იძულებულები ვართ დავადასტუროთ, რომ ორლანდო ბლუმმა და კეტი პერიმ ახლა დაშორება გადაწყვიტეს, შეინარჩუნეს სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ.\'\'

კვირას წყვილი ერთად ნახეს Vanity Fair-ის საღამოზე, მაგრამ წყარომ განაცხადა, რომ ისინი პრაქტიკულად არ საუბრობდნენ.
\'\'კეტის ორლანდოსთვის ბევრი დრო არ დაუთმია. ისინი ერთმანეთთან მივიდნენ მხოლოდ რამდენიმე ფოტოსთვის.\'\'
-დააზუსტა ერთ-ერთმა წყარომ.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის მომღერალმა და 40 წლის მსახიობმა ერთმანეთი გაიცნეს საღამოზე, რომელიც გაიმართა \'\'ოქროს გლობუსის\'\' დაჯილდოვების შემდეგ 2016 წლის იანვარში. სექტემბერში პერიმ გადაწყვიტა გადასულიყო თავის ახალ შეყვარებულთან საცხოვრებლად, მაგრამ როგორც ჩანს შეყვარებულებმა ვერ შეძლეს ერთად თანცხოვრება.

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ 10 თვიანი რომანის შემდეგ

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი დაშორდნენ 10 თვიანი რომანის შემდეგ


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა