თეგებით ძიება
02. 03. 2017 News-ები

ახალგაზრდა დედის ტოპ-4 შიში

1. \'\'ბავშვი ტირის. რას ვაკეთებ არასწორად?\'\' ტირილის დახმარებით ახალშობილი გეუბნებათ, რომ სჭირდება ძილი, ჭამა ან თავს არაკომფორტულად გრძნობს. მაგალითად ბავშვს სცხელა. ასევე ყველაზე ხშირად ტირილის მიზეზი არის შებერილობა. ის აწუხებს ბავშვების 70%-ს სამ თვემდე. თუ ჭამამდე ან მას შემდეგ პატარა ტირის და ფეხები მუცელთან მიაქვს, მაშინ გირჩევთ შემდეგ ჯერზე სანამ ბავშვს აჭმევთ მუცელზე დააწვინოთ. თუ პატარა ძილამდე რამდენიმე წუთით ადრე ტირის, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ არ შია, სუფთა ტანსაცმელი აცვია-არ ღირს ნერვიულობა. ეს იმიტომ ხდება, რომ მას ნერვული სისტემა კარგად არ აქვს ჩამოყალიბებული. არ იღელვოთ სულ მალე თქვენ მშვენივრად გაიგებთ ბავშვის ყველა მოთხოვნილებას.

2. \'\'მე მეშინია, რომ ბავშვს გავათამამებ\'\'. ბავშვისთვის აუცილებელია თქვენი ყურადღება. დედის ხელების სითბო, გულის ხმა, მისი ხმა -ამ ყველაფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბავშვზე. როდესაც ტირის მისი ხელი აიღეთ, ელაპარაკეთ და დაამშვიდეთ. თუ დედის სითბო საკმარისია, მაშინ ის სწრაფად განვითარდება.

3. \'\'მე მეშინია ბავშვის ბანაობა\'\'. ბევრ ახალგაზრდა დედას ეშინია, რომ ბავშვის ბანაობას ვერ შეძლებს. ბავშვს სამ თვემდე აქვს ინსტიქტი შეიკავოს სუნთქვა. თუ წყალი ბავშვს ყურებში შეუვიდა, უბრალოდ აიღეთ ბამბა და გამოწმინდეთ. გახსოვდეთ ბავშვზე ვრცელდება თქვენი შიში და ისიც იწყებს ნერვიულობას. ხელში აიყვანეთ საკუთარი თავი, მშვიდად მოამზადეთ პატარა ბანაობისთვის და ამის შემდეგ ეს პროცედურა თქვენთვის ორივესთვის საინტერესო თამაში გახდება.

4. \'\'ღამის კოშმარი\'\'. თქვენ ხართ მუდმივი სტრესის ქვეშ, ნერვიულობთ, რომ შეიძლება ჩაგეძინოთ ბავშვის კვების დროს, ღამით ამოწმებთ პატარას სუნთქვას. ასევე თქვენ შეიძლება გეშინოდეთ, რომ ბავშვს რძე გადასცდება ან საწოლიდან გადმოვარდება. ეს ყველაფერი არის დედობრივი ინსტიქტის გამოვლინება. გარდა ამისა, თქვენი ჰორმონები ნორმას არ დაუბრუნდა და მუდმივად დაღლილობას გრძნობთ. ეცადეთ დამშვიდდეთ და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა