თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1401870006544602
02. 03. 2017 News-ები

"რუსთავის 2"-ის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას უცხოელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ

რუსთავის 2-ის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტი, ევრო პარლამენტარი იაცეკ სარიუშ ვოლსკი.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მთავრობამ რუსთავი 2-ის, უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხის, ხელში ჩასაგდებად გულუბრყვილო ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიღებამდე მოიცადა“ - წერს სარიუშ ვოლსკი Twitter-ზე.

მოვლენებს ეხმიანება ევროპარლამენტარი ანა გომესიც, მისი თქმით, ის დამწუხრებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და შიშობს, რომ ეს ქვეყანაში პლურალიზმს შეამცირებს, რაც შემდგომ პოლარიზებულ პოლიტიკურ სივრცეს შექმნის.

მოვლენებს ეხმიანება კიდევ ერთი ევროპარლამენტარი შვედეთიდან და ევროპის სახალხო პარტიის წევრი გუნარ ჰოკმარკი. მისი თქმით, სასამართლომ სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას.

მომხდარს სამწუხაროს უწოდებს ევრო პარლამენტარი და ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სანდრა კალნიეტეც. Facebook-ზე გაკეთებულ ვრცელ განცხადებაში ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს მედია პლურალიზმი ქვეყანაში.

მოვლენებს ეხმიანება ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩიც. ის Twitter-ზე წერს, რომ ეს ნაბიჯი იმედების გაცრუებას იწვევს და მედია პლურალიზმისთვის დიდი დარტყმაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა