თეგებით ძიება
09. 01. 2025 მსოფლიო

შოუბიზნესის ცნობილი ვარსკვლავების სახლები ხანძარმა გაანადგურა - რა ხდება ლოს-ანჯელესში?

აშშ-ში ხანძარი მძვინვარებს. ის კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება. ხანძარმა უკვე ლოს-ანჯელესი, ვენტურას ოლქი და „ჰოლივუდ ჰილზიც“ მოიცვა. ევაკუირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. 37 000 ადამიანი კი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ გადამწვარია უამრავი ვარსკვლავის საცხოვრებელი კომპლექსიც.

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, სავალდებულო ევაკუაცია 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის გამოცხადდა

ტაბლოიდების ცნობით, სახლები ისეთ ვარსკვლავებს დაეწვათ, როგორებიც არიან: პერის ჰილტონი, ენტონი ჰოპკინსი, ბილი კრისტალი, ჯენიფერ გარნერი, ლეიტონ მისტერი, ჯე­იმს ვუდსი და ა.შ…

აღსანიშნავია, რომ იმ ადგილებში, სა­დაც ამჯერად ცე­ცხლია გავ­რცელებული სახლები აქვთ, რიზ უი­ზერ­სპუნს, ბრედ­ლი კუ­პერს, ტომ ჰენკსს, რიზ უი­ზერ­სპუნს, ჯე­ნი­ფერ ენის­ტონს, ადამ სენდლერს, მა­იკლ კი­ტონს და სხვა ვარ­სკვლა­ვებს…

თავიანთ სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი ვარსკვლავი გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციას.

„ჩემი გული გატეხილია, არავის ვუსურვებ პირდაპირ ეთერში ნახოს, როგორ იქცევა შენი სახლი ფერფლად“, – პერის ჰილტონი

 „გუშინ საღამოს თავშესაფარი მეგობრებმა მოგვცეს. ვცდილობ, ბავშვები დავიცვა იმ დიდი მწუხარებისა და შფოთისგან, რასაც ვგრძნობ“, – მენდი მური.

 „ჩვენ კი ახლა უკვე უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ვიცი რომ სხვებს ყველაფერი წესრიგში არ აქვთ. ღმერთმა დალოცოს მეხანძრეები და ყველა მაშველი“, – კრისტი ტაიგენი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა