საქართველო უფრო მეტად ემსგავსება რუსეთს - ამერიკელი ანალიტიკოსი პოლ კრიგო
რუსთავი 2-ის მითვისების მცდელობის ფონზე, საქართველო უფრო მეტად ემსგავსება რუსეთს - ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი პოლ კრიგო საუბრობს.
მისი თქმით, რუსთავი 2 არის არხი, საიდანაც ყოველთვის ჟღერს მეტი ოპოზიციური ხმა, ვიდრე სხვა არხებიდან, რაც ხელისუფლებას, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს.
"მოვლენების ძალიან სამწუხარო განვითარებაა ის, რაც ტელე მედიაში ბოლო 1 წლის განმავლობაში ხდება. ზოგიერთი არხი დაიხურა, ნაწილი შეიზღუდა ან მთავრობის კონტროლს დაექვემდებარა. ეს არის სერიოზული ოპოზიციური ხმის მითვისება. რუსთავი 2 ამბობდა იმას, რაც მათ არ მოსწონდათ, უფრო კონკრეტულად კი, ივანიშვილს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო გახდება რუსეთი, თუმცა, ის უფრო მეტად ემსგავსება რუსეთს. არ გვინდა, რომ რუსთავი 2 იყოს RussiaToday. ჩემი აზრით, ევროკავშირმა შესაძლოა გაყინოს უვიზო მიმოსვლა," - განაცხადა პოლ კრიგომ.