თეგებით ძიება
04. 03. 2017 News-ები

როგორ მოვიხსნათ ფეხების დაღლილობა

1. კონტრასტული შხაპი. ყოველ 10 წამში მონაცვლეობით დაისხით ცივი და ცხელი წყალი. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე. ბოლოს უნდა დაასრულოთ ცივი შხაპის მიღებით, შემდეგ გამოიყენეთ ფეხის კრემი.

2. მარილის აბაზანა. ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით ზღვის ან ჩვეულებრივი მარილი (2 სუფრის კოვზი). ასეთი პროცედურა ფეხებისთვის უნდა გაგრძელდეს 10-15 წუთის განმავლობაში.

3. ბალახის ნაყენი. ის შეიძლება მოამზადოთ ცაცხვის, ჭინჭრის, გვირილის ან ნებისმიერი სხვა ბალახისგან. შერჩეული მცენარე ან ნარევი ინსტრუქციის მიხედვით შეურიეთ თბილ წყალს. ასეთ აბაზანაში ფეხები მოათავსეთ 15 წუთის განმავლობაში.

4. ყინულის ნატეხი. არის ბევრი რეცეპტი, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ყინულს შევურიოთ რომელიმე მცენარე. ისინი ძალიან სასარგებლოა როგორც სახისთვის, ასევე ფეხებისთვის.

5. ეთერზეთები. აბაზანის მიღება ეთერზეთებით, თქვენ დაეხმარებით ფეხებს და იხსნით სტრესს მძიმე დღის შემდეგ. რეკომენდირებულია ევკალიპტის, ლიმონის, ლავანდის, კვიპაროსის, პიტნის და ფიჭვის ზეთები. მიიღეთ ასეთი აბაზანა 15 წუთის განმავლობაში.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა