თეგებით ძიება
05. 03. 2017 News-ები

მოცვი: კენკრის სასარგებლო თვისებები

1. მოცვი არის ნამდვილი ვიტამინებისა და მინერალების საცავი. მოცვი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს. ამის წყალობით მოცვი არის შესანიშნავი პრევენციული საშუალება, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის დამცავ ფუნქციას.

ასევე ამ კენკრაში არის B ჯგუფის ვიტამინები, E, PP, K1, სხვადასხვა მინერალები (კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა) და ორგანიზმისთვის სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები.

2. გვეხმარება ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში. მოცვში არის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებების ჯგუფი-ტანინები. მათ აქვთ ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლაში.

თუ რეგულარულად დალევთ მოცვის წვენს, თქვენ ხელს შეუშლით ორგანიზმში სხვადასხვა ინფექციური დაავადების გაჩენას.

3. სასარგებლო გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მოცვის ჭამამ შესაძლოა გააძლიეროს სისხლძარღვების კედლები, შეამციროს \'\'ცუდი\'\' ქოლესტერინის დონე სისხლში, დაგიწიოთ არტერიული წნევა.

4. აძლიერებს ღრძილებს. მოცვმა და მისგან დამზადებულმა წვენმა შეუძლია გიმკურნალოთ ღრძილებზე.

5. მოცვი არის სიცხის დამწევი საშუალება.მოცვს აქვს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება.

მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ: გარდა ჩვენი ორგანიზმისთვის ბევრი სასარგებლო თვისებისა, მოცვის მოხმარებას აქვს გარკვეული უკუჩვენებები. თუ თქვენ გაწუხებთ კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი ან გასტრიტი, თქვენ მოგიწევთ უარი თქვათ ამ კენკრაზე.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა