თეგებით ძიება
06. 03. 2017 News-ები

ნატალი პოტმანის და ბენჟამენ მილპეს მეორე შვილი შეეძინათ

ვულოცავთ 39 წლის ბენჟამენ მილპეს და 35 წლის ნატალი პორტმანს: წყვილს კიდევ ერთი შვილი შეეძინა! 22 თებერვალს მსახიობს შეეძინა ქალიშვილი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში, რის შესახებაც დღეს გახდა ცნობილი. მშობიარობა გართულებების გარეშე წარიმართა, დედა და პატარა თავს მშვენივრად გრძნობენ. მშობლებმა გოგონას ამალია დაარქვეს.

ბენჟამინისა და ნატალისთვის ის მეორე შვილია-წყვილი უკვე ზრდის 5 წლის ვაჟს ალეფს. მსახიობის ორსულობის შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის შემოდგომას, ვენეციის კინოფესტივალზე, რომლის წითელ ხალიჩაზეც მსახიობს უკვე მუცელი ემჩნეოდა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ქორეოგრაფი, მოცეკვავე და პარიზის ოპერის ბალეტის ყოფილი დირექტორი ბენჟამენ მილპე და ფილმების ვარსკვლავი ერთად უკვე 7 წელია, რაც არიან. წყვილმა ერთმანეთი გაიცნო \'\'შავი გედის\'\' გადაღებებზე, როლში, რომელშიც პორტმანმა მიიღო თავისი პირველი \'\'ოსკარი\'\'. ქორწილი წყვილმა ფარულად გამართა და საერთოდ ცდილობენ პირადი ცხოვრების საზოგადოებისგან დამალვას.

ნატალი პოტმანის და ბენჟამენ მილპეს მეორე შვილი შეეძინათ

ნატალი პოტმანის და ბენჟამენ მილპეს მეორე შვილი შეეძინათ


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა