თეგებით ძიება
06. 03. 2017 News-ები

5 სასარგებლო ბოსტნეული, რომელიც თქვენს სამზარეულოში უნდა იყოს

1. სტაფილო
სტაფილოში მაღალი შემცველობით არის კაროტინი, რომელიც არის ვიტამინი A-ს წყარო. ამ ბოსტნეულის შემადგენლობაში არის ასევე B, C, D, E ვიტამინები, მინერალები და სხვადასხვა მიკროელემენტი.

სტაფილო დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალიზებაში, გაასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან, გააძლიერებს იმუნურ სისტემას, საჭმლის მომნელებელ სისტემას. სტაფილოში შედის დიდი ოდენობით კალიუმი, რაც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის.

2. წითელი ჭარხალი
წითელი ჭარხლის სასარგებლო თვისებები უდაოა. ეს ბოსტნეული სასარგებლოა როგორც უმად ისე მოხარშულად მისართმევად. ბეტაინი, რომელსაც შეიცავს ჭარხალი ჩვენს ორგანიზმს ეხმარება ტოქსინებისგან გათავისუფლებაში, ხოლო ვიტამინ P-ს დადებითი გავლენა აქვს სისხლძარღვოვან სისტემაზე.

ჭარხალი არის დიდი ოდენობით რკინისა და იოდის წყარო. ასევე სასარგებლოა ჭარხლის წვენის დალევა. ეს ხელს უშლის თრომბის გაჩენას სისხლძარღვებში.

3. ნიორი
ნიორს აქვს ძლიერი ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედება, ასტიმულირებს იმუნური უჯრედების აქტივობას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავდებების მიმართ. ასევე ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მუშაობას, ხელს უწყობს ნორმალურ მონელებას.

4. პომიდორი
პომიდორი შეიცავს დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გვეხმარება ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნაში. პომიდორი როგორც წესი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

5. ხახვი
ხახვს აქვს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები, ეხმარება ორგანიზმს ინფექციურ დაავადებებთან ბრძლაში. ხახვის წვენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლისა და მონელების პროცესს. ასევე ის გამოიყენება თმის გასაძლიერებლად და გასაზრდელად.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა