თეგებით ძიება
07. 03. 2017 News-ები

როგორ შევქმნათ კარიერა 30 წლის შედეგ: 5 რჩევა

1. გამოდით კომფორტის ზონიდან. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია საკუთარ ხასიათზე, მაგრამ ყველაზე ხშირად ბოლო წლებში თქვენ გეშინიათ გარისკვის. 20 წლის გოგონები არიან მზად ყველაფერი წესების მიხედვით არ გააკეთონ, შექმნან და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა. მაგრამ 30 წლის შემდეგ აღელვებთ შესაძლებელი წარუმატებლობა. შეხედეთ თქვენს შიშს სახეში და მოიშორეთ ის. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა გაგხდით უფრო ძლიერს და ბოლოს შეძლებთ სურვილის ასრულებას.

2. თავიდან მოიშორეთ საწყისი ჩვევები. თუ თქვენს ასაკში კიდევ ბევრი ცუდი ჩვევა გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ გეზარებათ და მზად არ ხართ განვითარებისთვის. თავი დააღწიეთ იმ განცდას, რომ ამ სამყაროში უსამართლობის მსხვერპლი ხართ. ეს რთულია, მაგრამ თქვენ მაინც მოგიწევთ ცუდ ჩვევებთან დამშვიდობება, თუ სერიოზულად განწყობილი ხართ კარიერის შექმნისკენ.

3. აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა მუშაობაში. თუ თქვენ პრეტენზია გაქვთ, რომ იყოთ ხელმძღვანელი ან უკვე მუშაობთ ამ თანამდებობაზე, მაშინ არ ეცადოთ დაამტკიცოთ, რომ \'\'მაგარი უფროსი\'\' ხართ. იმუშავეთ ისე, როგორც სხვები მუშაობენ. თქვენზეა დამოკიდებული სამუშაოს შესრულების ხარისხი. ამით უკეთესად მიხვდებით რა უნდა გააუმჯობესოთ და შეცვალოთ წარმოების პროცესში.

4. ყურადღება გაამახვილეთ ერთ რამეზე. ტყუილია, რომ თქვენ შეძლებთ რამდენიმე სფეროში ერთად მუშაობას. უკეთესია თუ მთელ დროს ერთი რამის გაკეთებას დაუთმობთ.

5. გაითვალისწინეთ ახალგაზრდა თაობის აზრი. დააღწიეთ თავი მითს, რომ თუ თქვენ უფროსი ხართ, მაშინ კარგად იცით როგორ უნდა მოიქცეთ ნებისმიერ შემთხვევაში. იყავით მეგობრული თქვენს ახალგაზრდა კოლეგებთან. ყურადღება მიაქციეთ მათ შემოთავაზებებსა და იდეებს. სამყარო სწრაფად ვითარდება და სწორედ ახალგაზრდები ერკვევიან იმაში, თუ რა ესაჭიროება თანამედროვე ადამიანებს.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა