თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1407080746023528
08. 03. 2017 News-ები

სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენა დასრულდა

სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენა დასრულდა. მხარეები დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე წარსდგენენ. მხარეებს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად და ფაქტების წარსადგენად 30 წუთი მიეცათ.

სხდომაზე პირველი სიტყვით ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გამოვიდა. ფილიპ ლიჩმა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე ისაუბრა. გარდა ამისა მან აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლებას სურდა მერაბიშვილი ჩამოეშორებინა პოლიტიკური პროცესებიდან.

ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ როგორც მხარემ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების წარდგენის ნაცვლად, სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა