თეგებით ძიება
08. 03. 2017 News-ები

კრისტენ სტიუარტმა იხუმრა თავის ორიენტაციაზე და გაიხსენა ძველი რომანი

კრისტენ სტიუარტმა იხუმრა თავის ორიენტაციაზე შოუ Saturday Night Live-ში, თავი შეადარა გეის, ხოლო The London Sunday Times-თან ინტერვიუში ისაუბრა რობერტ პატინსონთან ურთიერთობაზე და გრძნობებზე, რომლებიც გაჩნდა პროექტ \'\'ბინდზე\'\' (Twilight) მუშაობისას. კრისტენი გამოთქვამს მწუხარებას, რომ მათმა რომანმა დიდი ყურადღება მიიპყრო.

\'\'მე არ ვსაუბრობდი ჩემს პირველ ურთიერთობებზე იმიტომ, რომ მსურდა ისინი მხოლოდ ჩემ საკუთრებად დარჩენილიყო. მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ჩემი ცხოვრების დეტალები გადაიქცა სამომხმარებლო პროდუქტად. მაგრამ დავინახე რა, ამდენი ადამიანი ჩემს გარშემო, მე მივხვდი, რომ ჩემი პირადი ცხოვრება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩემზე, არამედ უფრო მეტ ადამიანზე. ასე რომ, მე მივხვდი იმას, რომ ერთი ადამიანი თავს მაინც გრძნობს უკეთესად ამით. თუ ურთიერთობები არ იქნებოდა აქტუალური თემა, მე სიამოვნებით შევინახავდი საიდუმლოდ. მაგრამ ახლა არ შემიძლია ვინმესთან ერთად ვისეირნო ხელ ჩაკიდებული იმიტომ, რომ მითვალთვალებენ. როდესაც მე შევხვდი რობს, ჩვენთვის საჯაროობა იყო ნამდვილი მტერი. ასე ცხოვრება არ შეიძლებოდა! მე არ მიბრძოლია.\'\'

-თქვა კრისტენმა
მიუხედავად ამისა, იგი არ ნანობს მსახიობთან რომანს და თავის მონაწილეობას \'\'ბინდში\'\', რომელმაც ისინი ცნობილები გახადა.
\'\'ყოველი ნაბიჯი გაყალიბებს ადამიანად, ისეთად, როგორიც ახლა ხარ. \'\'ბინდმა\'\' ჩამომაყალიბა მე: თვითონ ფილმმა და შემდგომმა გარემოებებმა. ახლა მინდა მუშაობის დაწყება. მე ბუნებით ექსტრემალი ვარ, ამიტომ საუკეთესო შედეგს ვაღწევ მაშინ, როდესაც ცოტა მეშინია.\'\'
-აღიარა მსახიობმა.

კრისტენ სტიუარტმა იხუმრა თავის ორიენტაციაზე და გაიხსენა ძველი რომანი

კრისტენ სტიუარტმა იხუმრა თავის ორიენტაციაზე და გაიხსენა ძველი რომანი


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა