თეგებით ძიება
08. 03. 2017 News-ები

როგორ დავაღწიოთ თავი უსიამოვნო სუნს მაცივარში

უსიამოვნო სუნი მაცივარში არის პრობლემა, რომელსაც ალბათ ბევრი დიასახლისი აწყდება. რა იწვევს მას და როგორ დავაღწიოთ თავი.

-გაფუჭებული პროდუქცია. ყველაზე გავრცელებული მიზეზი უსაიმოვნო სუნის გაჩენის მაცივარში-რა თქმა უნდა, არის გაფუჭებული პროდუქტი, რომელსაც დიდი ხანია შენახვის ვადა გაუვიდა, მაგრამ მათი გადაგდება დაგვავიწყდა.

-პრობლემები ელექტროენერგიასთან. ელექტროენერგიის გამორთვის გამო მაცივარი იწყებს გალღობას. შესაბამისად გალღობას იწყებს პროდუქტები, რომლებიც საყინულეშია მოთავსებული. შედეგად, კი შეიძლება მივიღოთ უსიამოვნო სუნი.

-ახალი მაცივარი. თუ თქვენ შეიძინეთ და დაამონტაჟეთ ახალი მაცივარი, თავდაპირველად შეიძლება შეგაწუხოთ პლასტმასის ან რეზინის უსიამოვნო სუნმა.

-რამდენიმე პროდუქტის არომატის შერევა. კიდევ ერთი მიზეზი არასასიამოვნო სუნის გაჩენის მაცივარში, არის რამდენიმე ძლიერი არომატის შერევა. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს თუ პროდუქტები არ გიწყვიათ კონტეინერში ან სხვა დახურულ ჭურჭელში.

-დიდი ხნის განმავლობაში მაცივარის გამორთვა. თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში არ იყენებთ მაცივარს, მასში შეიძლება გაჩნდეს უსიამოვნო სუნი.


როგორ დავაღწიოთ თავი უსიამოვნო სუნს

1. შეამოწმეთ პროდუქტები, რომლებიც მაცივარში დევს. გამოიღეთ ყველა პროდუქტი, რომელიც მაცივარში გიწყვიათ და ყურადღებით დააკვირდით. გადააგდეთ ის, რაც გაფუჭდა.

2. გამოთიშეთ მაცივარი, გაალღვეთ და კარგად გაწმინდეთ. მას შემდეგ, რაც მაცივარში ყინულები გალღვება კარგად გაწმინდეთ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საშუალბები, რომლებიც მაღაზიაში შეიძინეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდის ან ძმრის ხსნარი (1 სუფრის კოვზი სოდა/ძმარი 1 ლიტრ წყალზე).

3. ნუ დაგავიწყდებათ მაცივარის გამოწმენდის შემდეგ მისი მშრალი ქსოვილით გაწმენდა. არ დახუროთ მაცივარი მაშინვე, რაც გაწმენთ მას. დატოვეთ კარი ღია რამდენიმე საათის განმავლობაში.

4. სწორად შეინახეთ პროდუქტები. შეიანახეთ პროდუქტები ცალკე კონტეინერებში, რომლებიც ჰერმეტულად იქნება დაცული. ამის წყალობით თავიდან აიცილებთ უსიამოვნო სუნს.

5. შეინახეთ მაცივარში ისეთი პროდუქტი, რომელიც უსიამოვნო სუნს აღმოფხვრის:
-ლიმონის ნაჭერი
-ჭვავის პურის ნაჭერი
-მარილი
-ფორთოხლის კანი

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა