თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1407697189295217
08. 03. 2017 News-ები

საქართველოს მოქალაქეები 20 დღეში ევროპაში უვიზოდ შეძლებენ გადაადგილებას

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაცია დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. საქართველოს მოქალაქეები 28 მარტიდან ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აქტიური საინფორმაციო კამპანიისთვის მზადება უკვე დაიწყეს. დეტალური ვიდეოები, თუ რა საბუთებით და რამდენი ხნით შეეძლება საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში მოგზაურობა, მალე გავრცელდება. ასევე ისიც, თუ რა სანქციები ელის მოქალაქეს, რომელიც წესებს დაარღვევს.

20 დღეში საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, უვიზოდ, შენგენის მთელ ტერიტორიაზე გაჭრის, რომელიც ჯამში ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ სახელმწიფოს და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას მოიცავს. მთავარია, რომ 180 დღის განმავლობაში შენგენის ზონაში ყოფნა 90 დღეს საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა გადააჭარბონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა