ყველას ეგონა რომ ევა კარგად იყო... - "ბოლო სამი თვეა ოპერაციებს იკეთებს..."
თურქეთიდან ჩამოსულ ევა ბარბაქაძესა და შორენას ყველა დიდი ზეიმით დახვდა, ყველა ულოცავდა გამოჯანმრთელებას და მალე ტრაგიკული ამბავიც ყველამ დაივიწყა, რადგანაც ყველას ეგონა რომ ევა უკვე კარგად იყო. არც შორენა და არც ევა საზოგადოებას საკუთარ ტკივილს არ ანახებდა,თუმცა ნანუკას შოუშია მსახიობმა აღიარა,რომ კვლავ მძიმე პერიოდი აქვთ დედა-შვილს...
"ევას უნდა დიდი დრო ამ ეტაპზე სანამ თვითონ არ დაიწყებს სიარულს, ჯერ ვერ დადის მაგრამ მალე იმედია მალე ფეხსაც დადგამს და სიარულსაც დაიწყებს.
ბოლო სამი თვეა, თვეში ერთხელ იკეთებს ოპერაციებს.
ვფიქრობდი, რომ საერთოდ წავიდოდი ტელევიზიიდან, რადგანაც სულ თურქეთში ვიყავით ოპერაციების გამო, ბოლო სამი თვე პრაქტიკულად თურქეთში ვცხოვრობდით, გადაცემები როგორ იწერება არ ვიცი, გამთენიისას საქართველოში ჩამოვდიოდი ვწერდი გადაცემებს ფოტოსესიებს ვაკეთებდი და უკან ღამით ვბრუნდებოდი. ბოლო ოპერაცია სამი კვირის წინ ჩაუტარდა უკვე კარგი სიტვაციაა და მგონია რომ აღარც დასჭირდება სხვა ოპერაცია, ერთ თვეში კი უკვე შეძლებს რომ ფეხი დადგას"
სპეციალურად: GOGA.TV-სთვის