თეგებით ძიება
13. 03. 2017 News-ები

7 ნიშანი არაჯანსაღი ურთიერთობისა, რომელიც უნდა მოიშოროთ

1. ის ყოველთვის გადანაშაულებთ
კაცი, რომელიც არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს-მასთან ცხოვრება რთულია. არაჯანსაღ ურთიერთობაში ადამიანი ვერ ხედავს თავის დანაშაულს და მთელ პასუხისმგებლობას პარტნიორს აკისრებს. თქვენ იქნებით დამნაშავე, რომ მან საჭე ვერ დაიმორჩილა, ეჩხუბა ხელმძღვანელს. კომპრომისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ურთიერთობისთვის, და ეს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს.

2. მას ეჭვი ეპარება თქვენში და არ გენდობათ
ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში მიდრეკილნი არიან გადაჭარბებული ეჭვიანობისკენ. მას მუდმივად ეპარება ეჭვი თქვენში, ცდილობს თქვენს ტყუილში გამოჭერას, ამოწმებს თქვენს ტელეფონს და სოციალურ ქსელს. ის აკონტროლებს თქვენს შეხვედრებს მეგობრებთან და გეჩხუბებათ თუ სამუშაოზე შეყოვნდებით. ნდობა ეს არის ის, რის გარეშეც არ გექნებათ ჯანსაღი ურთიერთობა.

3. ის მუდმივად გიყენებთ ულტიმატუმებს
\'\'ან მე, ან შენი მეგობრები\'\', \'\'თუ შენ სამუშაოზე შეყოვნდები, მე სახლში არ მოვალ.\'\' მამაკაცმა უნდა მოქცეთ თავისუფალი არჩევანის და მოქმედების საშუალება. შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ანგრევს ურთიერთობებს. არავის აქვს უფლება თქვენი მისწრაფებებისა და სურვილების აღკვეთისა.

4. იგი მუდმივად ცდილობს თქვენს შეცვლას
შენ არ გაქვს ისეთი ვარცხნილობა. შენ უნდა დაიკლო წონაში. შენ ძალიან ხმამაღლა იცინი. შენ ისე არ იცვამ. არ ღირს იმის დავიწყება, რომ მან თქვენ შეგიყვარათ ისეთი, როგორიც ხართ.

5. იგი აკრიტიკებს ყველა თქვენ ქმედებას
რასაც არ უნდა აკეთებდეთ-მისთვის ყველაფერს ცუდად აკეთებთ. თქვენ ცუდად ატარებთ მანქანას მიუხედავად იმისა, რომ მას საერთოდ არ შეუძლია მანქანის მართვა. თქვენ არ ხართ კარგი მზარეული. როგორც არ უნდა ეცადოთ მისთვის ყველაფერს ცუდად აკეთებთ.

6. ის ცდილობს თქვენს დამორჩილებას
თუ მამაკაცი მუდმივად ცდილობს იმის შეხსენებას, რომ თქვენ მის გარეშე არავინ ხართ და არაფერი გამოგივათ-თავი დააღწიეთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ საკუთარი თავის რწმენას და ნამდვილად უმწეო გახდებით. მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ 21-ე საუკუნეში ქალები დამოუკიდებლები არიან.

7. თქვენ თავს ბედნიერად არ გრძნობთ
ეს ბანალურია, მაგრამ დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: \'\'ბედნიერი ხართ, როგორც ქალი?\'\' თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ თქვენს პასუხში-მაშინ დაფიქრდით. თუ ურთიერთობისას მამაკაცთან ვერ გრძნობთ პეპლებს მუცელში, ვერ იღებთ საჭირო ემოციებს-ეს თქვენი ურთიერთობა არ არის.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა