თეგებით ძიება
13. 03. 2017 News-ები

ფეხის უსიამოვნო სუნი: მიზეზები და ბრძოლის მეთოდები

მიზეზები:
-მომატებული ოფლიანობა
-ფიზიკური დატვირთვები
-ფეხსაცმელი, რომელიც დამზადებულია უხარისხო მასალისგან
-სინთეთიკური ქსოვილისგან დამზადებული წინდები
-ფეხსაცმლის არასწორი მოვლა (იშვიათად გარეცხვა)
-არარეგულარული ჰიგიენური პროცედურები
-სოკო ფეხზე
-წინდების იშვიათი გამოცვლა

ბრძოლის მეთოდები:
იზრუნეთ თქვენს ფეხებზე. რეგულარულად დაიბანეთ ფეხები, ამასთან ერთად გამოიყენეთ ანტიბაქტერიული საპონი. დაბანის შემდეგ არ დაგავიწყდეთ კარგად გამშრალება, რადგან ტენიანობა იწვევს ბაქტერიების გაჩენას.
ასევე თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ფეხის აბაზანის მიღება, რომელიც გაგათავისუფლებთ უსიამოვნო სუნისგან და ჭარბი ოფლიანობისგან.
1. ჩაის აბაზანა. ამ აბაზანის მომზადებისთვის თქვენ დაგჭირდებათ ჩაის (შავი ან მწვანე) ორი პაკეტი ერთ ლიტრ წყალზე და ისინი ჩააწყვეთ თხუტმეტი წუთის განმავლობაში ადუღებულ წყალში. შემდეგ ჩაასხით თასში და დაუმატეთ 2 ლიტრი ადუღებული წყალი. გააგრილეთ წყალი კომფორტულ ტემპერატურამდე.
2. აბაზანა გვირილისგან. აიღეთ ექვსი სუფრის კოვზი ჩვეულებრივი აფთიაქში ნაყიდი გვირილა და ჩაყარეთ ორ ლიტრ ადუღებულ წყალში. დაახურეთ თავსაფარი და დატოვეთ ერთი საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ცოტა გაათბეთ. დაისხით წყალი ფეხებზე სანამ მთლიანად არ დამთავრდება.
3. აბაზანა ზღვის მარილისგან. გახსენით სამი სუფრის კოვზი მარილი ორ ლიტრ თბილ წყალში. გააჩერეთ ფეხები მარილის ხსნარში ოცი წუთის განმავლობაში.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა