თეგებით ძიება
13. 03. 2017 News-ები

მასიმო კარერა: ანანიძე სწრაფია, ბურთი სულ ფეხზე "აქვს" და უფრო კრეატიულია

მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა "ანჟი" დაამარცხა (1:0), ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო და სწორედ ამის შემდეგ, 67-ე წუთზე გაიტანა "სპარტაკმა" გამარჯვების მომტანი გოლი. რამდენიმე რუსული სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რომ "სპარტაკი" მოედანზე სწორედ ჯანოს გამოჩენის შემდეგ "ათამაშდა".

- როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ გუნდის თამაშს სიმწვავე პოპოვის ჯანოთი შეცვლის შემდეგ შეემატა?
- ჯანო განსხვავდება პოპოვისგან. ის სწრაფია, ბურთი კი გამუდმებით ფეხზე "აქვს". და კიდევ, ანანიძე უფრო კრეატიულია.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა