თეგებით ძიება
15. 03. 2017 News-ები

მერაბ ღოღობერიძე აჭარის პოლიციის სამმართველოდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მერაბ ღოღობერიძე, აჭარის პოლიციის სამმართველოში იკითხება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება. ღოღობერიძემ სამმართველოში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

რა კითხვები ექნება საგამოძიებო უწყებას მერაბ ღოღობერიძესთან, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მზადაა კითხვებს პასუხი გასცეს.

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შენობიდან ავტომობილით გამოიყვანეს და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მერაბ ღოღობერიძის მეუღლის, მალვინა ლომიძის, ცნობით, ღოღობერიძეს მაღალი ტემპერატურა აქვს და ამ დროისთვის მისი დაკითხვა შეჩერებულია.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა