თეგებით ძიება
15. 03. 2017 News-ები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ჯეიმს აპატურაი ეხმაურება

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ჯეიმს აპატურაი ეხმაურება. ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში აცხადებს, რომ ალიანსი არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ არჩევნებს.

"ეს არჩევნები არ უწყობს ხელს საქართველოში არსებული ვითარების გრძელვადიან მოგვარებას. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ალიანსი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - ნათქვამია ჯეიმს აპატურაის ოფიციალურ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა