თეგებით ძიება
05. 04. 2017 News-ები

სიომინი: როგორც კი "ლოკომოტივში" ქართველი მოდის, რაღაცას აუცილებლად ვიგებთ!

5 აპრილს რუსეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" "უფას" დაუპირისპირდა, ანგარიშით 1:0 მოუგო და თასის ფინალში გავიდა. კვირკველია მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ლოკომოტივის" მწვრთნელ იური სიომინს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ქართველი მცველიც უხსენეს.

- სანამ ჩორლუკა ტრავმირებულია, ძირითად გუნდს კარგად ერგება კვირკველია.
- ჩვენთან ქართველები ყოველთვის კარგად თამაშობენ. როგორც კი ქართველი მოდის, რაღაცას აუცილებლად ვიგებთ!

თასის მეორე ფინალისტი ხვალ გაირკვევა. ერთმანეთს ყაზანის "რუბინი" და "ურალი" დაუპირისპირდებიან.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა