თეგებით ძიება
14. 04. 2017 News-ები

ნატალია ყიფშიძის სკანდალური განცხადება ზურაბ ყიფშიძეზე - „გადავწყვიტე სიმართლე გაგაგებინოთ....“

ბოლო დროს ჭორები არ წყდება ზურაბ ყიფშიძის მიმართ, საზოგადოებას მსახიობის შვილიშვილი პასუხობს და ბაბუას დასაცავად განცხადებას ავრცელებს:

"დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს პოსტი. უკვე ძალიან ბევრი ალაპარაკდა ამ თემაზე და გადავწყვიტე გაგაგებინოთ, თუ რა არის სიმართლე. პირველ რიგში, იმის თქმა მინდა, რომ ჟურნალისტებმა უნდა შეწყვიტონ გამოგონილი ფრაზებით მანიპულირება და ფრაზების სხვა კონტექსტში გამოყენება.

ყველამ ეს ამბავი სხვაგვარად მიიღო. თითქოს მსახიობებს მხოლოდ ხელფასის აღება სურთ და ამ დროს ისინი სახელმწიფოსგან დაფასებას მოითხოვენ. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, რომ ბატონ გივი ბერიკშვილს გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე შეუმცირეს ხელფასი რის გამოც, ეს ქვეყანა დარდით და ნერვიულობით დატოვა. ვინ აგებს ამაზე პასუხს და რატომ უნდა შეიწიროს მთავრობამ ქართველი ხელოვანები.

რაც შეეხება ბატობ ბიძინას, მინდა, ჩემი ოჯახის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ მისი დაფინანსება არაფერ კავშირში არაა მსახიობების ხელფასთან. მისი დაფინანსება არის მისი პირადი სურვილი.

რატომ ეხებით საერთოდ ამას. ისე გამოგყავთ ბაბუაჩემი და სხვა დანარჩენი მსახიობები თითქოს ფულს ითხოვდნენ ხალხისგან. მათ ელემენტარული დაფასება აკლიათ.

სირცხვილია, როდესაც კულტურა ბოლო ადგილზე ჰყავთ, თან ისეთ ქვეყანაში, რომელიც თავისი კულტურით განთქმულია.

კიდევ მინდა მივმართო იმ ხალხს რომელიც გამოთქვამს პროტესტს თუ რატომ არ უნდა ჰქონდეთ მსახიობებს მინიმალური ხელფასი. ამ კითხვაზე თქვენ თვითონ გასცემთ პასუხს როცა განათლების დონე უფრო მაღლა აიწევს", - წერს ნატალია ყიფშიძე.

სპეციალურად: GOGA.TV-სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა