5 წუთში მოსამზადებელი უგემრიელესი სალათა!
ინგრედიენტები
ოსპი - 1 ქილა
ხახვი - 1 თავი
პომიდორი - 2 ცალი
კიტრი - 2 ცალი
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
ძმარი - 2 ს/კ
ლაიმის ან ლიმონის წვენი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
აურიეთ ერთმანეთში ოსპი, დაჭრილი კიტრი და პომიდორი და ხახვი. ცალკე თასში მოამზადეთ სოუსი ძმრით, ლაიმის წვენით,მარილითა და შავი პილპილით. მოასხით სოუსი დაჭრილ ბოსტნეულს და შედგით მაცივარში 15-20 წუთით.
გემრიელად მიირთვით!