თეგებით ძიება

თევზის კოტლეტები

ინგრედიენტები
კარაქი - 100 გ
წვრილად დაჭრილი ოხრახუში - 2 ს/კ
კამა დაჭრილი - 1 ს/კ
თევზის ფილე - 500 გ
დაფხვნილი ორცხობილა - 3 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები
დარბილებულ კარაქს შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, დაყავით პატარა ნაწილებად, გააკეთეთ ბურთულები და გააცივეთ. სკუმბრიას ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოაყარეთ პილპილი, მარილი და კარგად აურიეთ. თევზიანი მასა გაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და გააბრტყელეთ მრგვლად. მასის შუაში მოათავსეთ კარაქის ბურთულები, შეაერთეთ ბოლოები, ამოავლეთ დაფხვნილ ორცხობილაში და მიეცით კატლეტის ფორმა. დაბრაწეთ ზეთში, შემდეგ შედგით ღუმელში 5-7 წთ. მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან, ტომატთან ან კეტჩუპთან ერთად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა