თეგებით ძიება

ვაშლის ღვეზელი 10 წუთში

ინგრედიენტები

კვერცხი - 3 ცალი
არაჟანი - 3 ს/კ
შაქარი - 100 გ
ფქვილი - 150 გ
გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ
ვაშლი - 2 ცალი


მომზადების წესები

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ არაჟანი და გააგრძელეთ თქვეფა.

ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის მასას. ყველაფერი კარგად აურიეთ.

გარეცხეთ ვაშლი, გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაჭერით გულები და შემდეგ დაჭერით კუბიკებად.

მოათავსეთ დაჭრილი ვაშლი მიკროტალღური ღუმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და დაასხით ცომი.

აცხვეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე 10 წუთი. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

მოადუღეთ არომატული ჩაი და გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა