თეგებით ძიება

წიწიბურის ზრაზები გულსართით

ინგრედიენტები
მწვანე ხახვი
მოხარშული კვერცხი - 3
კვერცხი - 1
ხახვი - 2
ნიორი - 3 კბილი
წიწიბურა - 2 ჭიქა
ქათმის ფილე - 500 გ
მარილი და პილპილი

მომზადების წესები
წიწიბურა მოვხარშოთ, გავაგრილოთ და ქათმის ფილესთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპში. ჩავამატოთ მარილი, პილპილი, ნიორი, 1 კვერცხი და მოშუშული ხახვი. კარგად ავურიოთ. ფარში ხელს არ უნდა ეწებებოდეს. თუ ეწებება 2-3 კოვზი რძე დაამატეთ
მოხარშული კვერცხი დავშრათ, დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი. ეს გულსართი ჩავუდოთ ფარშს, მივცეთ კატლეტის ფორმა და შევწვათ ტაფაზე, ზეთში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა