თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

“მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე, რატომ? 19 საათზე ვიტყვი” - ნიკა გვარამია

“რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე საუბრობს. გვარამიას უჭირს პროგნოზი, სანამდე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება:

"მე არ ვიცი, თვითონ რაზე წავლენ, მაგრამ მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე” - ამბობს გვარამია და იქვე აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ვრცლად დღეს, 19 საათზე ისაუბრებს, როდესაც პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდება.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი იქნებოდა. უბრალოდ ვერ იპოვეს იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ, ბრალის წარსადგენი. კონტრაქტი რატომ დადევი ცუდიო, ამაზე ბრალის წარდგენა ბოდვაა.

ასეთი კონტრაქტისთვის შეძლება დადგეს სამოქალაქო ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ. ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მიერ. შუა წელიწადში როცა ვნახე, რომ ეს კონტრაქტი არ ამართლებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი მხრიდან ზეწოლა იყო ინტერმედიაზე, ჩავსვი ადამიანი, რომელიც ამას უყურებდა შემოსავლებს. მათ შეეძლოთ იურიდიულად ეს ჩემთვის არ მოეცათ, მაგრამ ვუთხარი, რომ აღარ გაგიფორმებთ შემდეგ წელს კონრაქტს-თქო. ეს სამეწარმეო ზეწოლა იყო იმიტომ, რომ ისინი დამოკიდებულები არიან ჩემზე. რა მოხდა? მომდევნო წლის ზამთარში მათ დაგვიბრუნეს 9 მლნ ნამატი.

კორუფციის ბრალდებას ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ. კორუფცია ჩემთვის არის წითელი ხაზი. შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ ეს არის სესხის ხელშეკრულების გასტუმრება ნატურით იმიტომ, რომ ყველა საბუთი ამოღებული აქვთ “ინტერმედიიდან” - ის ხელშეკრულებაც და სესხის დახურვის ხელშეკრულებაც”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა