თეგებით ძიება
09. 08. 2019 News-ები

ლარი მცირედით გამყარდა

9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9360 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9488 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.28 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2898 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3038 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.40 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5331 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5511 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 აგვისტოდან შევა ძალაში.



წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა