დღეს და ხვალ ცას დააკვირდით - მათი დანახვისას სურვილების ჩაფიქრება უნდა მოასწროთ
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში წერს, რომ 11-13 აგვისტოს მეტეორების ნაკადი ძალიან გააქტიურდება.
,,მეტეორების ნაკადი, რომელიც პერსეიდების სახელწოდებითაა ცნობილი, აქტიურია 17 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, თუმცა ყველაზე ინტენსიური 11-13 აგვისტოს არის. ესენი გახლავთ უწვრილესი ნაწილაკები, რომლებიც ატმოსფეროში შემოჭრისას იწვიან და კაშკაშად ანათებენ.
პირველად ისინი ერთ-ერთ ძველ ჩინურ ტექსტშია ნახსენები, რომელიც ჩვ. წ-აღ-ით 36 წლით თარიღდება.
მათი თვალის მოკვრისას ადამიანები ცდილობენ, მოასწრონ სურვილის ჩაფიქრება, ვიდრე ეს მანათობელი წერტილი ჩაქრება… და მერე? მართლა ხდება სურვილები? ვინ იცის…" - წერს ასტროლოგი.
წყარო:newposts.ge