თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

რატომ გაჩნდა და საიდან შემოვიდა საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია?

მიიჩნევა, რომ საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია შუა საუკუნეების ევროპაში იღებს სათავეს. სხვათა შორის, ეს სულაც არ უკავშირდება რაღაც ამაღლებულსა და სასიამოვნოს. და აი, რატომ...

შუა საუკუნეების ევროპაში პატარძლის კაბა ბედნიერების მომტან თილისმად მიიჩნეოდა.
პატარძალი საკუთარ კაბას თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდა, რადგან ირგვლივ მყოფი გასათხოვარი გოგოები ყველანაირად ცდილობდნენ, ამ თილისმის თუნდაც ერთი ნაკუწი მოეპოვებინათ. ეს მათთვის იღბლიანი გათხოვებისა და ახალი ცხოვრების დაწყების ნიშანი იყო.

არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ჯვრისწერიდან გამოსული პატარძალი გასათხოვარი გოგოების ალყაში ექცეოდა, შედეგად კი სახლამდე დაფლეთილი კაბით აღწევდა.
მოგვიანებით, ძვირფასი საპატარძლო კაბის გაფრთხილების მიზნით, ეს ტრადიცია შეცვლილა - ბედნიერი ქორწინების მსურველს არა კაბის ნაკუწი, არამედ პატარძლის წინდის დამჭერი უნდა ჩაეგდო ხელში.
ეს კიდევ უფრო სახიფათო აღმოჩნდა, თუმცა ახლა უკვე პატარძლის ჯანმრთელობისთვის, რადგან გასათხოვარი ქალები პატარძლის წაქცევას და მისთვის წინდის გახდას ცდილობდნენ.
ეს უკანასკნელი იძულებული ხდებოდა, ბედნიერებისთვის მებრძოლი თავდამსხმელები ყვავილების თაიგულის სროლით მოეგერიებინა.

ამის შემდეგ უკვე მოგერიებული თაიგულის იქცა ბედნიერების მომტან თილისმად.
სხვათა შორის, დღეს ზოგიერთ ქვეყანაში პატარძალი თაიგულს შლის და სათითაო ყვავილებს ისვრის, რათა არავინ დატოვოს გულდაწყვეტილი.






წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა