თეგებით ძიება
16. 08. 2019 News-ები

არსებობს მეგობრობა სექსის შემდეგ?

მეგობართან სექსი გქონდა და არ იცი, რა გააკეთო? ამ დროს ერთი რამ უნდა გაიხსენოთ - ის, რომ ცხოვრება ნაკლებად ჰგავს კინოს, სადაც სექსი მეგობართან აუცილებლად გადადის სიყვარულში...

ნებისმიერი თბილი ურთიერთობა სიმპათიებით იწყება. საერთო ინტერესების მიღმა, მეგობრობა გულისხმობს ნდობას, მხარდაჭერას, ორმხრივ სარგებელს, ხოლო ეს სახასიათოა სასიყვარულო ურთიერთობებისთვისაც. მათ შორის, სექსშიც. |

ჰოდა, წარმოიდგინეთ, ერთ საღამოსაც მოგადგათ სახლში ბოთლი ღვინით, მსუბუქი მუსიკა, საერთო თემებზე საუბარი, სასიამოვნო ნაპერწკალი და მოხდა ის, რაც სულაც არ გქონდათ გამიზნული...

როგორ ვიქცევით ამის შემდეგ?

1. ამ დროს აუცილებელია საუბარი.

თუკი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები არ ხართ და ერთმანეთზე ყველაფერი იცით - არ გაგიჭირდებათ სექსის მეგობრულად განხილვა. მაგრამ საუბარი დილამდე მოიცდის, ჯერ აფორიაქებულ ჰორმონებს სჭირდება დამშვიდება.

2. ნუ მიიღებთ ისეთ სახეს, თითქოს არაფერი მომხდარა!

ჯერ ერთი, ამგვარი რამ ზრდასრულ ადამიანს არ ეკადრება. მეორეც, აშკარა სიტუაციების უარყოფა გამოიწვევს ურთიერთობის გაწყვეტას. ეს ხომ არ არის ბარში შემთხვევით გაცნობილი ბიჭი? ის შენი მეგობარია.

3. შეიძლება კიდევ?

რა თქმა უნდა, შეიძლება, თუკი არ შეგიყვარდებათ და 5 წლის შემდეგ მის ახალ გოგოს კაცს არ წაართმევთ. და კიდევ - თუკი მოგეწონათ.

4. დაიცავით ზღვარი „სექსსა“ და „შეყვარებულობას“ შორის.

არავინ გაიძულებს მას ცოლად გაჰყვე იმიტომ, რომ მასთან გძინავს. დიახ - ფსიქოლოგიურად უკვე დიდი ხანია ერთმანეთისთვის ახლობლები ხართ, ახლა ფიზიკურადაც. მთავარია, არ დაიბნეთ და განსაზღვროთ, ვინ ხართ ერთმანეთისთვის, ისტერიკის გარეშე. თუნდაც ერთხელ თქვენი გაუგებარი პრეტენზიები ან წყენა მას თქვენთან ურთიერთობის სურვილს დაუკარგავს. ასე რომ, ეჭვიანი გოგო „გამორთეთ“.

5. ყველას მადლობა, ყველა თავისუფალია!

თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ეს უცაბედი სექსამბავიც მშვიდად დასრულდება. გაიცნობ ადამიანს, იმ ერთადერთს, და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. აღარ მოგიწევს ნერვიულობა, როგორ მოიქცე მეგობართან დილის სექსის შემდეგ და აბაზანიდან მის კბილის ჯაგრისსაც მშვიდად გამოიტან.









წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა