თეგებით ძიება
16. 08. 2019 News-ები

ხუთი კოზირი წონაში დასაკლებად

თუკი წონაში დაკლების მიზნით ვარჯიში დაიწყეთ, ამ ინფორმაციას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება.

1. სპორტის გარეშე წონაში კლების დროს ადამიანი კარგავს მხოლოდ ცხიმს და ზედმეტ სითხეს. სპორტთან ერთად კი იკარგება ცხიმი, განსაკუთრებით ვარჯიშის დაწყების პირველ თვეს. ამ დროს კუნთები იკავებს სითხეს და თუკი ამ პერიოდს გადალახავთ, შედეგს ძალიან მალე დაინახავთ.


2. თუკი ვარჯიშის წინ მიირთმევთ ან დალევთ ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს/სითხეს (სალათა, ფაფა, შოკოლადი ან წვენი), ენერგიის მთავარი წყარო იქნება არა ცხიმი, არამედ ცოტა ხნის წინ „ჩადენილი ქმედება“. გაითვალისწინეთ!


3. რაც უფრო მეტხანს ვარჯიშობთ, მით უფრო მეტ ცხიმს გამოყოფს ორგანიზმი. ამიტომ სპორტულ დარბაზში ვარჯიში საათ-ნახევარი მაინც უნდა გაგრძელდეს.


4. წონაში დასაკლებად არანაკლები მნიშვნელობა აქვს ვარჯიშის ტიპს. აერობიკის დროს იწვება უფრო მეტი ცხიმი, ხოლო ტრენაჟორებზე ვარჯიშის დროს - ნახშირწყლები. იდეალური ვარიანტია - მიქსი: აერობიკას დამატებული ტრენაჟორები.


5. როდესაც თქვენთვის მნიშვნელოვანია არა კილოგრამები, არამედ გარშემოწერილობა, აირჩიეთ ბოდიფლექსი. კოლოსალურ რეზულტატს უკვე ერთი კვირის შემდეგ დაინახავთ.








წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა