თეგებით ძიება
19. 08. 2019 News-ები

"მოვუწოდე რუსებს სამუშოები გაეჩერებინათ მაგრამ პასუხი არ გამცეს და ზურგი შემაქციეს" - გორის მერი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ გუგუთიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.

დიდი კრიტიკის შემდეგ, შვებულებიდან დაბრუნებული გორის მერი, კოტე თავზარაშვილი ადგილზე ჩავიდა და ოკუპანტებთან გასაუბრება სცადა.

მისი თქმით, მან მოუწოდა საოკუპაციო წამომადგენლებს სოფელი დაეტოვებინათ თუმცა, მათ ხმა არ გასცეს.
„მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზე, მაგრამ ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, პირიქით, ზურგი შემაქციეს. უბრალოდ, ჩემი მოწოდება ეს იყო, რომ გაეჩერებინათ ახლავე და უკან წაეღოთ ეს, რასაც აკეთებენ. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, მათ ამაზე პასუხი არ გამცეს. ერთი ის თქვეს, რომ ჩვენ ვასრულებთ ბრძანებასო. ამიტომ, რა ვიცი მე, მთელი დღე აქ ვიქნები, ჩემს შესაძლებლობაში რაც შედის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ასეთი უკანონობა არ მოხდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს და მომავალში აღარ იყოს, აღარ გაგრძელდეს ასეთი უკანონო ბორდერიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აღებული იქნება მავთულხლართები და გათავისუფლებული იქნება ეს ტერიტორია. დარწმუნებული ვარ, მთავრობა ყველანაირ დახმარებას გაუკეთებს სამ მოსახლეს, რომელთა სახლ-კარი იქითა მხარეს დარჩა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემს შვებულებაზე საუბარი არის მეორეხარისხოვანი, მთავარია, რომ ის რვა ბიჭი დროზე გამოვიყვანოთ, რომელიც გაიტაცეს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან" - აღნიშნა გორის მერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა