თეგებით ძიება
22. 08. 2019 News-ები

მყავს დაქალი, 29 წლის, გათხოვილი არ არის და შეყვარებულიც კი არასდროს ჰყოლია...

საშუალო ტანისაა, ფუმფულა. მუშაობს ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, დაბალ ხელფასზე, უმაღლესი განათლება არ აქვს. ცხოვრობს ქირით. უკვე 8 წელია, ჩემს მეზობელთან მეგობრობს და მთელი ეს 8 წელი ქმარს ეძებს...

იმ საღამოს ჩემს მეზობელთან ვიყავით შეკრებილები და კიდევ ერთხელ აწუწუნდა, რომ მისი ქმარ-შვილის ყურებისას თავადაც ძალიან უნდება სტაბილური ოჯახი. „წლები მიდის, ერთფეროვან დღეებში გადის ჩემი ახალგაზრდობა. გამაცანით რა ვინმე, იქნებ რამე გამოგვივიდეს“, - ლამის ცრემლიანმა სთხოვა დაქალს.

ჩემი მეზობლის ქმარი ავტოპროფილაქტიკაში მუშაობს. ჰოდა, გოგოებმა იქვე ჰკითხეს, მასთან სამსახურში ხომ არ არის ვინმე უცოლო, ნორმალური ტიპი.
„კი, გვყავს ერთი კარგი ბიჭი - ცოლი არ ჰყავს და არც ჰყოლია, არ სვამს, შრომისმოყვარე და წესიერი ადამიანია“, - გაიხსენა ქმარმა და საქმეც დაიძრა.

იმ „უცოლო, ნორმალურ ტიპს“ სიტუაცია აუხსნეს, ისიც დათანხმდა გოგოს გაცნობას...


ჩვენს „ფუმფულას“ ეს ამბავი დაქალმა ტელეფონით შეატყობინა. ის კი, სიხარულით ფრთაშესხმული, 15 წუთში ჩვენთან გაჩნდა.
- აბა, მომიყევით დაწვრილებით, ვინ არის, რას აკეთებს...
- წესიერი და მშრომელი ბიჭია, თან - მაღალი, სიმპათიურიც. „პროფილაქტიკაში“ „ჟეშტიანშიკად“ მუშაობს. ამბობენ, რომ ოქროს ხელები აქვს და კარგადაც შოულობს ფულს...
უცებ „ფუმფულას“ სახე შეეცვალა, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო.
- და რაში მჭირდება „ჟეშტიანშიკი“?! არა! მე მჭირდება სოლიდური, ჭკვიანი, კეთილშობილი, თანამდებობის პირი.

ამის გაგონებაზე ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეკითხა: მერედა შენ თუ სჭირდები იმ სოლიდურ, ჭკვიან, კეთილშობილ თანამდებობის პირს-მეთქი.
არ ჩავერიე, უბრალოდ გავჩუმდი...


ამასობაში ის ბიჭი შეხვედრას ელოდებოდა. უხერხული იქნებოდა მისთვის ნამდვილი მიზეზის გამხელა, ამიტომ უცბად მოიძებნა „ფუმფულას“ ალტერნატივად ახალი კანდიდატურა - მეზობლად მცხოვრები, საშუალო გარეგნობის, მაგრამ ძალიან კეთილი და საყვარელი გოგო. 30 წლის, რომელიც დიდი ხალისით დაგვთანხმდა.

მოკლედ, შეხვედრა შედგა, ტელეფონებიც გაცვალეს...

გოგო ძალიან კმაყოფილია, მეორე შეხვედრას გულის ფანცქალით ელის.
ბიჭმა კი: „ნუ, მართალია, მთლად მოდელი არ არის, თუმცა არა უშავს. ისე კი, ჩემი სტილის არ არის - მე გრძელფეხება, ლამაზმკერდიანი და თოჯინასავით გოგოები მიმწონს, თან მოდურადაც რომ აცვიათ...“



***
მოკლედ, ამ სამ ადამიანს დღეს პოტენციურად უკვე შეიძლებოდა, შვილები და ოჯახები ჰყოლოდათ, თუმცა ორმა რაღაც გაურკვეველი იდეალის ძებნა არჩია...
დრო კი გადის და ილუზიაში ცხოვრებაზე იკარგება დღეები.

ისე, რატომ არ შეიძლება, „ჟეშტიანშიკი“ კარგი ქმარი და მამა იყოს ან არცთუ მაღალფეხება ქალი - მშვენიერი ცოლი და დედა?

წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა