თეგებით ძიება
22. 08. 2019 News-ები

5 ეფექტური მეთოდი სახის კანიდან აკნეს ნაიარევის მოსაშორებლად!

აკნე და მუწუკები გარდამტეხი ასაკისთვის არის დამახასიათებელი. კანის ამგვარი მდგომარეობა მუდმივი არ არის, მაგრამ ხშირად მათ გამო მასზე ულამაზო ნაიარევი გვრჩება ხოლმე. საბედნიეროდ, არსებობს უამრავი მეთოდი მათ მოსაშორებლად. მეორე მხრივ, ეს მარტივი პროცესი არ გეგონოთ. ის თვეებსა და წლებს მოითხოვს.



1) აკნე დასაწყისშივე მოიშორეთ

აკნესგან გამოწვეული ნაიარევის შესამცირებლად, გირჩევთ, ის დასაწყისშივე მოიშოროთ. ამაში კანის რეგულარული მოვლა და წმენდა დაგეხმარებათ. ყოველდღიურად კანი გაისუფთავეთ სალიცილის მჟავის შემცველი გამწმენდით. ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივად ებრძვის აკნეს, ასუფთავებს ფორებს ჭუჭყისგან.

2) გაიხეხეთ კანი

კანის წმენდა საკმარისი არ არის. თქვენ ის ასევე უნდა გაიხეხოთ, რათა მოიშოროთ მკვდარი კანის უჯრედები. ყოველ საღამოს სახის ღრუბელი გამოიყენეთ ამ საქმიანობისთვის. თუ სენსიტიური კანი გაქვთ, ეს მეთოდი კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიმეორეთ მხოლოდ. ასევე შეგიძლიათ სახის ღრუბელს დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი საცხობი სოდა და სახის გამწმენდი.

3) შეამცირეთ სიწითლე სახის ნიღბების გამოყენებით

აქტიური აკნე სახეს აწითლებს, ამიტომ მათ შესამცირებლად გამოიყენეთ დამამშვიდებელი კრემები და ნიღბები. აირჩიეთ ის კრემი რომელიც შეიცავს ალოე ვერას, მწვანე ჩაის, შვრიას, ძირტკბილას.

4) გამოიყენეთ რეტინოლისა და კორტიზოლის კრემები

ორივე მათგანი ხელს უწყობს ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებს. ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებელია ჯანმრთელ კანზე. სანამ მათ გამოიყენებთ, უმჯობესია მანამდე დერმატოლოგს ესტუმროთ, რომელიც გარკვეულ რეკომენდაციებს მოგცემთ.

5) მიიღეთ პროფესიონალური დახმარება

მარკეტში და აფთიაქში უამრავ საშუალებს ნახავთ, რომლებიც ამცირებენ აკნეს ნაიარევებს. ქიმიური პილინგი ან ლაზერული მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ და მხოლოდ დერმატოლოგის კონსულტაციის მიხედვით. მან უკეთ იცის რა სჭირდება თქვენს კანს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა